ჩვენს შესახებ

რობერ შუმანის ენების ლაბორატორია

პროგრამა ELFIE

ჩვენთვის დიდი პატივია მოგესალმოთ რობერ შუმანის ენების ლაბორატორიაში. ჩვენი პროგრამა ELFIE (English Language For International Exams) სთავაზობს მსმენელებს ინგლისურ ენაში მომზადების ფართო სპექტრს იმისთვის რომ მათ მიიღონ  აკადემიური ხარისხი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ან უბრალოდ ისწავლონ, გაიუმჯობესონ და გამოიყენონ ეს ყველაზე მოთხოვნადი ენა.

ELFIEში, მსმენელები ჩაირიცხებიან იმ პროგრამებზე, რომლებიც მიესადაგება მათ მოთხოვნებს და საჭიროებებს. ჩვენ გთავაზობთ ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს ექვს დონეზე. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ისეთ საერთაშორისო გამოცდებზე, როგორებიცაა IELTS, TOEFL, FCE,  SAT, CAT, FCE და სხვა. ჩვენ ასევე გთავაზობთ სპეციალურ კურსებს ისეთი მსმენელისთვის ვისაც სჭირდება მეტყველების, წერის ან სულაც გრამატიკული უნარების გაუმჯობესება. ჩვენი პროგრამის მოქნილობა საშუალებას აძლევს მსმენელს აირჩიოს სწავლების საკუთარი ტემპი და შეუერთდეს საკუთარ პროგრამას მისაღები განრიგით.

დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, ინგლისური ენის კარგი ცოდნა არა მხოლოდ საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ თქვენი საგანმანათლებლო მიზნები არამედ დაგეხმარებათ გახდეთ კონკურენტუნარიანი დასაქმების მსოფლიო ბაზარზე. ELFIE აქ არის რათა დაგეხმაროთ თქვენი მიზნის მიღწევაში. ჩვენი ინგლისური ენის ინტენსიური კურსი გთავაზობთ ენის შესწავლისა და პრაქტიკის 10-12 საათიან კვირეულ დატვირთვას.

ჩვენი ლაბორატორია გამოირჩევა თავისი აკადემიური კვალიფიკაციით და დიდი გამოცდილება აქვს ინგლისური ენის, როგორც მეორე ენის სწავლების სფეროში. ჩვენი პროგრამა ოპერირებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების LCT საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად და TEFL/TESL საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ლაბორატორია თანამშრომლობს ინგლისურენოვან მასწავლებლებთან რაც მსმენელს აძლევს საშუალებას გადალახოს დაბრკოლებები საუბრისას და გაიუმჯობესოს საუბრის უნარი.

რას უნდა ველოდოთ?

ჩვენ მოვუწოდებთ ELFIEის მსმენელებს ენერგიულად შეუდგნენ ენის სწავლას, რეგულარულად დაესწრონ გაკვეთილებს, იაქტიურონ კლასში და შეასრულონ ყველა დავალება. ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მასწავლებელს ადგილზე ან ონლაინში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ.

გისურვებთ წარმატებას   ELFIE სთან ერთად!
საუკეთესო სურვილებით,

თინათინ დეკანოსიძე და ELFIE ს მასწავლებელთა გუნდი