შაბათის დებატები

შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებს განუვითაროს დებატების ხელოვნება ინგლისურ ენაზე. პარალელურად ახალგაზრდებს უვითარდებათ უცხო ენაზე საუბრის უნარი. ამავდროულად მონაწილეები ითვისებენ თემატიკიდან გამომდინარე ლექსიკურ მასალას.

საგანმანათლებლო მიზნებისა და სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის არსებობს დებატების, როგორც თამაშის მრავალი ფორმატი (მაგალითად კარლ პოპერის ან საპარლამენტო). ყოველი მათგანი ავითარებს არგუმენტირებული კამათის კულტურას, კრიტიკულ აზროვნებას, სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებასა და საჭირო ინფორმაციების მოძიების უნარებს.

„შაბათის დებატები“ – რეგისტრაცია ხდება წინასწარ, შესაძლებელია ერთი, ორი ან მეტი შეხვედრის დაჯავშნა.

შეხვედრები იმართება შაბათ დღეს განსაზღვრულ დროს

გრძელდება 2 საათი:

 მოსამზადებელი პერიოდი- 30 წთ

 შესვენება – 10 წთ

დებატების პროცესი – 50 წთ

შემდგომი დებატების დაგეგმვა – 30წთ

შეხვედრებს გაუძღვებიან გამოცდილი კურატორები ასისტენტებთან ერთად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროცესი მთლიანად ინგლისურენოვანია. ინგლისური ენის ცოდნის დონეს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

 დაჯავშნე 1  შეხვედრა 40 ლ

დაჯავშნე 2  შეხვედრა 60 ლ

დაჯავშნე 3  შეხვედრა 75 ლ

დაჯავშნე 4  შეხვედრა 90 ლ