სასაუბრო ინგლისური

სასაუბრო ინგლისური

  1. ინგლისური ენის “EXPRESS” (საკომუნიკაციო) კურსი (სხვადასხვა დონე)

კურსის მიზანი

კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება. ექსპრეს სასაუბრო კურსი ძალიან სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული. კურსის აღების შემთხვევაში მსმენელი უნდა იყოს A დონეზე მაინც. კურსი სრულიად განსხვავებულია, რომელიც უცხოელ მასწავლებელთან ინტენსიურ გაკვეთილებს მოიცავს და მთელი კურსის განმავლობაში ჩვენს მოსწავლეებს ინგლისურენოვან გარემოში აცხოვრებს.

      2. ინტენსიური სწავლების კურსი ყველა დონის მსმენელისთვის- INTENSIVE PROGRAM

პროგრამის მიზანი:

პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია უცხო ენაზე საჭირო ლექსიკური ერთეულების ათვისება, ენის გრამატიკული სტრუქტურების შესწავლა,  საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად საუბრის თავისუფლად მართვა . INTENSIVE პროგრამის უპირატესობა გახლავთ სპეციალური ინგლისურენოვანი გარემოს შექმნა აუდიტორიაში, რაც  სასაუბრო ინგლისურის ძალიან სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული.

გამოყენებულია მოსმენითი სავარჯიშოების  პირდაპირი და არაპირადაპირი  ზემოქმედების ტექნიკა. აღნიშნული მეთოდი  სიახლეა სასწავლო მეთოდიკაში, თუმცა აღებული მეთოდის პრეცენდენტი არსებობს და საკმაოდ ეფექტურია.  კურსის წარმართვაში ჩაბმული არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც მსმენელს დაეხმარება ადვილად გადალახოს საუბრის კომპლექსი.