ზოგადი ინგლისური ენის კურსი დონეების მიხედვით
A1, A2, B, B1, B2, C1, C2 დონეები
კურსის მიზანი
ენის შესწავლა წარმოებს თანამედროვე სასწავლო და მეთოდური მასალების, აუდიო ტექნიკის გამოყენებით. ეფექტურად დაგეგმილი სასწავლო პროგრამის შედეგად მსმენელი ყოველდღიურად გაიუმჯობესებს წერის, კითხვის, საუბრის და სმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებს ლექსიკას, სრულყოფს გამოთქმას, ინტონაციას, გრამატიკის ცოდნას, ისწავლის პრაქტიკულ და საჭირო ფრაზებს, დაძლევს უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობას. ჩვენი სასწავლო კურსი ორიენტირებულია საუბრის სწრაფ დაწყებაზე ან გაუმჯობესებაზე. კურსის წარმართვაში ჩაბმული არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც მსმენელს დაეხმარება ადვილად გადალახოს საუბრის კომპლექსი.