ინგლისური ენის “EXPRESS” (საკომუნიკაციო) კურსი (სხვადასხვა დონე)
კურსის მიზანი
კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება. ექსპრეს სასაუბრო კურსი ძალიან სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული. კურსის აღების შემთხვევაში მსმენელი უნდა იყოს A დონეზე მაინც. კურსი სრულიად განსხვავებულია, რომელიც უცხოელ მასწავლებელთან ინტენსიურ გაკვეთილებს მოიცავს და მთელი კურსის განმავლობაში ჩვენს მოსწავლეებს ინგლისურენოვან გარემოში აცხოვრებს.